პატარა კახი
ეს ჩემი პაპა, ძველი ქართველი…
რამ გაახსენა დღესაც კრწანისი
თქვვენაც იყავით ასე ჯანმრთელი,
ამტანი წლების და სიმწარესი.
პატარა ბავშვის…
ისევ მესამედ
სამ_სამი ჯიხვი შემოატარა…
ჩვენი ესმოდა,
თვალს აკვესებდა
და კისკისებდა კახი პატარა.
რომბაიზარდოს იგი უეცრად,
ახდეს ზღაპარი გასაკვირველი,_
ან რკინის ფრთებით დალეწავს
ზეცას,
ანდა მთვარეზე ავა პირველი;
ან დაწერს ახალ ,,ვეფხისტყაოსანს “,
თვალს დახრის შოთა მის
წინ მუდარით…
ლექსი აცოცხლებს ბედნიერ
მგოსანს,
მზის ფერადებით ნასათუთარი.
ის ღამე მაინც იქცა ლექსებად…
სიმღერით გვსურდა ტრფობის
ატანა.
ჩვენი ესმოდა, თვალს აკვესებდა
და კისკისებდა კახი პატარა.
1938 წ.