ნათელაძე ქეთევან
გაზიარება

* * * იცი? ეს სულაც არ არის ძნელი  ექსკლიუზივი

იცი? ეს სულაც არ არის ძნელი -
- ამ ხიდიდან ყოველ შემოდგომით ათასობით ფოთოლი იკლავს თავს...
ერთ დღეს ავკრეფავ შენი ტელეფონის ნომერს
და გეტყვი, რომ მეც ფოთოლი ვარ...
იმასაც გეტყვი, რომ სიყვარული მარადიულია,
რომ ამით სულაც არ მთავრდება იგი...
.................
ვერ გეტყვი, რატომ არ ვაკეთებ ამას დღესვე,
შენს გვერდით არ ვარ და მაინც მეშინია შენი მარტო დატოვების,
მეშინია შენი სახტად დარჩენილი თვალების,
მეშინია, რომ ვერავინ გაგცემს პასუხს კითხვაზე- ''რატომ...''
ან გაგცემს და ძალიან უაზროს,
ძალიან სულისმომკვლელს -
- ფოთლებისა და ჩემთვის შეუფერებელს...
...................
მეშინია, რომ გაგახსენდება
როგორ ჩავიარეთ ამ ხიდზე მე და შენ გუშინ
და რომ ორივე ვიცინოდით...
მე მეშინია შენი ტკივილის,
მეშინია, რომ მე და შენ სიყვარული სხვადასხვანაირად გვესმის...
....................
თუმცა ეს სულაც არ არის ძნელი -
- ამ ხიდიდან ყოველ შემოდგომით ათასობით ფოთოლი იკლავს თავს,
მე არ დაგიტოვებ წერილს,
არც რაიმე შეტყობინებას,
უბრალოდ ერთ დღესაც ავკრეფავ შენი ტელეფონის ნომერს
და გეტყვი, რომ მეც ფოთოლი ვარ...
...................

??????