Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ნათელაძე ქეთევან
გაზიარება

დარჩი ლექსებად ექსკლიუზივი

წვიმს, მირაჟია გამარტება ცის ვიტრინაში,
შენს მერე ჩემთან ჩაიარა მთელმა ეპოქამ,
წელს იყვავილა გაზაფხულმა მცირე ტირაჟით,
ჩემს შეგრძნებებზე გესაუბრო - დრო არ მეყოფა.
სურთ ხეებიდან ყვავილების ფიფქი აშალონ
ქარებს და დღეებს მახსენებენ ჩვენთვის ავბედითს,
მიყვარდი ისე სხვანაირად და უსაშველოდ,
ყველაზე მეტად რომ მტკენოდი - შენგან წავედი.
არ მინდა ჩავლილ საათების ისევ მხილება,
უბავშურესი შერჩენია ლოდინს თვალები,
გემუდარები, მაგრამ მგონი სისულელეა,
მგონი საერთოდ აღარაფერს გემუდარები...
და იმდენს გფიქრობ - გემგვანები ყოველდღიურად,
ვიცი, სხვაგვარად არსებობა ახლა მითია,
მჯეროდა, როს სთქვი სიყვარულზე მარადიული,
და ახლაც მჯერა, როცა ამბობ ''დროებითია.''
არაპოეტურ სინამდვილეს დარჩი ლექსებად,
ვგრძნობ საათებად, შენზე ფიქრით დამუხტულ წამებს,
სიცივესავით უშენობა ძვლებში მემსხვრევა,
და ვარსკვლავები ნერვებივით აწყდება ღამეს.

??????