* * * "ბავშვობაში " ექსკლიუზივი
ბავშვობაში ცა რომ მყავდა ფრენას ვსწავლობდი,
ახლა სიზმარშიც ვეღარ დავფრენ
და ჩემი ცა მიწას ეყრდნობა.
მაგრამ სულის თვალს რომ ამიხელ
სამყაროს მჩუქნი და სხეულს ვკარგავ,
და ვგრძნობ სუნთქვის უწონადობას.
ზოგჯერ ვშორდები დედამიწას
და გული ისე მეწურება,
უთქმელობაში უდედობის დარდი გუბდება.
აუხსნელია ის წუთები, იესო რომ ქვიშაზე წერდა,
წერდა და შლიდა და რასაც შლიდა
თურმე ჩვენში იმახსოვრებდა...
ახლა სიზმარშიც ვეღარ დავფრენ
და ჩემი ცა მიწას ეყრდნობა.
მაგრამ სულის თვალს რომ ამიხელ
სამყაროს მჩუქნი და სხეულს ვკარგავ,
და ვგრძნობ სუნთქვის უწონადობას.
ზოგჯერ ვშორდები დედამიწას
და გული ისე მეწურება,
უთქმელობაში უდედობის დარდი გუბდება.
აუხსნელია ის წუთები, იესო რომ ქვიშაზე წერდა,
წერდა და შლიდა და რასაც შლიდა
თურმე ჩვენში იმახსოვრებდა...