ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

"სათრეველად".... ექსკლიუზივი

მე ახლა მიკლუხო-მაკლაი მაკლია,
მაკლერს ასე ჰქვია, ჩვენებურ აბორიგენს,
ვისაც ვაჭრობაში სჩვევია აბორგება,
ამიტომ ალტერ ეგოს ამორიგევებს..

მე მიყვარს ესენი და ორი გენია,
არც ორიგენეა, არც ერიუგენე
ორივე თურმე აბორიგენია,
საქმეში ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ
და როგორც ირკვევა, ეს ორი გენია
მორიგეობით ორი რეგვენია.

??????