ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

* * * "სხივები" ექსკლიუზივი

1  ორიგენე   დაახლოებით სამი საუკუნის განმავლობაში ერეტიკოსად იყო შერაცხილი ... 185 წელს ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაშიდაიბადა.
ორიგენეს დამსახურება ეკლესიის წინაშე უდავოა. შეიძლება ითქვას, მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქრისტიანული დოგმატების მეცნიერულ-ფილოსოფიურ ენაზე გამოთქმას და გაამდიდრა საეკლესიო მწერლობა. აღზარდა ღვთისმეტყველთა დასი, რომელთა შორის ბრწყინავენ დიონისე ალექსანდრიელი და გრიგოლ საკვირველმოქმედი. მას დიდად აფასებდნენ კაბადუკიელი მამები.
2 ერიუგენე ავგუსტინეს შემდეგ დაახლოებით 1000 წლამდე დიდი მოაზროვნეების ახალი სახელები აღარ გაჟღერებულა (სევერინუს ბოეციუსი, დიონისე, სკოტუს ერიუგენა).
ესაა გარდამავალი პერიოდი პატრისტიკასა და სქოლასტიკას შორის.


სხივები _ ჟღალი ღრუბლის ფესვები,
უხილავ ციდან შენთან ეშვება
და გრძნობ, ვერასდროს ვერ შეეშვები,
შენ სიყვარულში შეთარეშებას.

შენ სვამ ამ დღეებს, მზით ილეშები,
ჩქეფს შემოდგომა ფერად თქეშებად,
გიხმობს ის ბაღი და იგეშები
და ბაღსაც უნდა შენი შეშვება...

ეტყვის დო-რე-მი _ კლავიშს კლავიში
და ფრთხილი კოცნა ღვინის შხეფია,
რომ შემომიძღვა ღამის მკლავებში
და ბინდი სხივით შემასხეპია.

??????