გაბაიძე გიორგი
გაზიარება

სონეტი ძმას ექსკლიუზივი

(თემურ გაბაიძეს)
 
მე ახლა უშენო ღამეთა პროფილებს დავივლი,
შენგან კი შორს არის ჩემეულ ღამეთა ანფასი,
ყველაფერს მივცემდი წარსულის ოცდაერთ წამისთვის,
არადა წარსულში წამი ხომ ამდენად არ ფასობს.
შენ ახლა ამაყობ (უხეში) სამხედრო სამოსით, 
არადა ყოველდღე ვცდილობდით ბავშვურად შემოსვას,
რა მოგვცა ცხოვრებამ სოფლიდან ქალაქში წამოსვლით?
ფილტვების სხვა ერით, ჰაერის სიმძიმით დაოსილთ,
არ ჯობდა ჯვარდასმულ მჭადების ბურ-ორთქლი გვეყნოსა?!

ხომ ვიცი მარტო რომ დარჩები მიხსენებ ... მოგწერე,
პირველი მაინც მე გავბედე - პოეტმა, მისმინე,
ხვალ ან ზეგ სოფელში მივდივარ და იქ რომ სოფლელებს
შევხვდები დავკოცნი, შენებს და ჭალა-ღელისპირებს,
სადაც ჩვენ დავრბოდით წარსულიში... და ახლა მოცელეს...

??????