ბაკურაძე შალვა
გაზიარება

წერილი ნინოს 

სხვას ვის ვუმღერო? აქ შენს გარდა არავის ვიცნობ, 
სხვას ვის ველოდო, მე შენს შემდეგ არავის ველი. 
ვინა ვარ? შენ ვარ. ჩემი გულის ოთახი ვიწრო 
სავსეა შენით სიყვარულო, სავსეა შენით. 

ამ სიმღერასაც შენ მამღერებ და უკვე აღარ 
მენაღვლება, რომ დავთმე შენთვის მთელი სამყარო, 
რამ დამანაღვლოს, როცა მკერდში გულივით მყავხარ, 
ამ სიხარულზე უფრო მეტად რამ გამახაროს. 

რა უნდა მერქვას, კედლებს შორის მომწყვდეულს, მაშინ, 
როცა შენ გქვია ეს ტუჩები, თმები, კისერი, 
მეც ხომ შენსავით ვცხოვრობ მიწით ნაშენებ სახლში, 
გულაღმა ვწევარ იატაკზე და შენ გიმღერი. 

გიმღერი ჩუმად სიყვარულო, გიმღერი მოკლედ, 
ჩურჩულით ჩემო სიხარულო და პატარძალო 
ვინ უნდა შემხვდეს, ან ისეთი რა უნდა მოვკვდე, 
რომ ეს სიმღერა სიყვარულის სხვაზე გავცვალო 

რომ დავივიწყო ეს სიმღერა და გაგეყარო 
რომ დავივიწყო ეს სიმღერა და გაგეყარო 
რომ დავივიწყო ეს სიმღერა და გაგეყარო

??????