ვერ ავიტან ექსკლიუზივი
გავხევდები, გავქვავდები, დავმუნჯდები,
გადავიტან, - ყველა ტანჯვას გადავიტან,
ოღონდ ძერა ფრთადაღლილი ძირს რომ ჯდება,
იმა მთების ვერ დანახვას ვერ ავიტან.
ვერ დავდგები იმ წიფელთან მიუსვლელად,
იმ წყაროსთან, იმ მწვერვალთან და იმ ხევთან,
შიშველ მკერდით წამოვდგები მათ დამცველად,
სხვა რით ვარგო, ვინ ვარ, ანდა რა მაქვს ხელთა.
ჭაქცეულ ნაძვს, მივალ ბეჭით შევუდგები,
იქ მამყოფა თვალი ტევრებს რომ ვერ ატანს,
უკანასკნელ სიტყვას ვიტყვი შენი ქების,
საქართველოვ, უშენობას ვერ ავიტან!