ADIOS... (მშვიდობით) ექსკლიუზივი
ბაგა-ბუგით გული ცდილობს,
ვულკანივით ამოიფრქვეს მკერდიდან,
მენატრები, ზოგჯერ ისე მენატრები,
მეჩვენება ვერ გიტან...
ნაბიჯ-ნაბიჯ, შენ ვერ მხედავ,
როგორ გიახლოვდები,
ცა რომ ტირის, მეც ვტირივარ,
გულიც ლბება,
ილუმპება გრძნობები...
უძილობით... დუელებით... უწინ ომით
ამტკიცებდნენ, დღეს კი რა?!
უწყალობლად, დამცირებითმონატრებამ
ჯალათივით გამწირა...
ვაი გული, ფეთქვა – ბმული,
მკერდი ლამის ნამსხვრევებად აქციოს,
და სიკვდილის მონატრებას
მშვიდად ვეტყვი:
ADIOS...