გიორგაძე მირიან
გაზიარება

ეპილოგი 

ერთხელაც როცა სრულიად მარტოს
ძალზე მემძიმა ამ ხმის შენახვა,
ვინაც დამტოვა, ისიც შენა ხარ!
ვინაც ჩამქოლა, ისიც შენა ხარ! -
ვიღრიალე და რძისფერი მანტო
შემოვიხუტე ღილშეუკვრელად,
ყველა სულელი რჩება სულელად,
ყველა პოეტიც რჩება სულელად
თავისი მეს და ნიჭის წინაშე -
ედევნები და ვერ ედევნები,
დამძიმებულა ხელის მტევნები,
როგორც მკვდარს მიაქვს ჟამს მისვენების.
შენი ასაკის ტოლი ტირაჟის
წიგნები თვლემენ გულის თაროში,
რა დაგრჩენია წვიმით გათოშილს,
რა დაგრჩენია სევდით გათოშილს.
ეძებ და ეძებ მორიგ სიმძიმეს,
ლექსი ფერფლია მხურვალ ლავიდან,
მთავარი წამი უკვე გავიდა.
მთავარი წუთი უკვე გავიდა.
კულისებიდან ცისფერი გრიმით -
ნაიარევი ათასფერ წვიმით,
ჩემი ძვლებისკენ იძვრის სიცივე

??????