ფუტკარაძე ნიკა
გაზიარება

*** სულ არაფერი გვქონდა საერთო ექსკლიუზივი

სულ არაფერი გვქონდა საერთო,

ერთი-მეორის წყურვილის გარდა,

 შენთვის ოცნება მსურდა – დამეთმო,

სული ანგრევდა სხეულის გარსს და...

 

ხდებოდა უფრო უხეში, მკვრივი,

(აქ სჯობს სათქმელის, უბრალოდ, ართქმა)

და ტკივილიდან გაჩენილ ტკივილს,

ჩვილივით სტოვებ ჩემ სახლის კართან.

 

იგი იზრდება ჩემში და ბოლოს

წურბელასავით ჯდება ძარღვებთან,

ისევ ვუკიდებ წითელ `მალბოროს”

და ვნანობ, ვნანობ, კარის გაღებას.

 

გადააფარა მიწა  მეწყერმა

იმ ადგილს, სადაც ერთმანეთს ვერთვით

და წვიმასავით უცებ შეწყდება,

ჩემს და შენს შორის ჩამდგარი ღმერთი.

 

გაგახსენდება... გამახსენდება...

გაგვახსენდება… რაც არ - ან ვერ ვთქვით...

ანუ მიყვარხარ..

??????