Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ფუტკარაძე ნიკა
გაზიარება

*** ქარი შორეულ ნაღველს ბარდნის ექსკლიუზივი

ქარი შორეულ ნაღველს ბარდნის და

თითქოს სიმშვიდეს ყურით მიათრევს,

მთვარე კი ღამის შავი ფარდიდან,

ნახვრეტისავით უშვებს სინათლეს.

 

ზეცას ამღვრეულს თითქოს ეშველა,

კენჭებისავით დათვლი ვარსკვლავებს

და პოლარული ნათება ნელა

მედუზასავით შეარხევს მკლავებს.

 

ბრწინავდა ცაზე ორი წერტილი

ცა თითქოს მხოლოდ ჩვენთვის მალავდა,

როგორც გიტარა სიმ გაწყვეტილი,

ქარი უკრავდა ზამთრის ბალადას.

 

არავინ დარჩა კარის გამღები,

მე არ მინახავს ღამე ამგვარი,

ეპოტინება მთვარეს ტალღები,

ზღვიდან ზეცაში ასულ მარგალიტს. 

??????