ფუტკარაძე ნიკა
გაზიარება

*** შენს ვიოლინოს ექსკლიუზივი

შენს ვიოლინოს ტკივილი გსდევდა,

ქსოვდი მუსიკას გამცდარი ხემით

და მთელ სხეულში შერხეულ სევდას,

ვხედავდი სულ სხვა თვალის გახელით.

 

მინდა სიცოცხლის დაგემოვნება,

თუმცა ხვალამდე მაქვს მისატანი

და გრამაფონში ერთფეროვნება,

მცდის დაკაწრული ფირფიტასავით.

 

სიტყვამ მიწამა და სიტყვამ გამცა,

გზაზე კი ჯვარცმა ვიხილე ხშირი

და ვიოლინოს სიმების ნაცვლად,

სულის სხეულთან წყდება კავშირი.

??????