* * * "ყოველი დილა იწყებოდა პურის ნატეხით" ექსკლიუზივი
ყოველი დილა იწყებოდა პურის ნატეხით,
ან კიდევ ჩაით,რათქმაუნდა ისიც უშაქრო,
და მახსენდება როგორ რგავდა ხელებში თავს
მამა და ცრემლი თითებს შორის როგორ ჟონავდა.
მე დედაც მახსოვს ,დაფარული ცრემლებით თვალში,
უკუღმართ სვე-ბედს რომ ჩამოშლილ თმებში მალავდა
და ყველას როგორ გვამხნევებდა თავისი ქცევით,
მამა კი ყოველ ალიონზე იმ კაცს ხატავდა,
რომელიც მუდამ მინდოდა რომ ვყოფილიყავი.
შემდეგ სამხრეთის,მხიარულმა თბილმა ქარებმა,
გაფანტეს ჩვენი ეზოს თავზე მუქი ღრუბლები,
ახლა ბავშვობა მენატრება, როცა გვშიოდა,
მაგრამ არასდროს არ ვყოფილვართ სულით მშივრები.