კუტალაძე გიორგი
გაზიარება

* * * "სიცხიან სხეულში დაძრწიხარ" ექსკლიუზივი

სიცხიან სხეულში დაძრწიხარ,
ერთ წუთში სამოცჯერ განგიცდი,
გზებია შენამდე რთული და
მანძილიც შენამდე არ იძვრის,
​
თოვაში უბრალოდ მაკლიხარ,
ფანტელებს ფანჯრიდან გავყურებ,
სუნთქვისას სხეულში მენთები და
შენი თვალების მარწუხებს 
ვერ ვაღწევ თავსა და გათოშილ 
სხეულში სისხლივით მეღვრები.
​
უბრალოდ თოვლია საერთო,
და ზეცაც გვირილის ფერია,
ღმერთია სპეტაკი ფიფქები-
ჩვენ შორის უბრალოდ ღმერთია.

??????