გველესიანი რაჟდენ
გაზიარება

შენთან კვლავ თოვლის ფიფქებს ვაგზავნი ექსკლიუზივი

იანვარია კვლავ შენზე ვფიქრობ,

ოთახის მიღმა ღამე კანკალებს,

შენ შორს მიდიხარ, თან ფიქრებს იხმობ,

ქარი კი თოვლით გივებს ნაკვალებს.

 

ჩემი ფიქრები გაწვდის ფიალებს,

თან თოვლის თეთრი ფრთებით ივსები,

მე შენს გარშემო ისე ვტრიალებ,

როგორც საათში ბრუნავს ისრები.

 

მე გისურვებდი ჩემთან დარჩნას,

რადგან ტკივილით დაკორძდა გული,

ვით უხმაუროდ ბავშვის გაჩენას,

ისე ვერ ვიტან ოთახის დუმილს.

 

გამყვა ფიქრები ღამის თევებად,

რადგან მეც შევცდი როგორც ადამი

და ამ ცოდვების მოსატევებლად,

შენთან კვლავ თოვლის ფიფქებს ვაგზავნი

??????