აბაშიძე გრიგოლ
გაზიარება

უკანასკნელი სათხოვარი 

 

უფალოყური მოაპყარ ჩემკენ
თხოვნა მაქვს მცირე და უმნიშვნელო
რაკი არ მკითხე და ისე შემქმენ
რას იზამშენვე უნდა მიშველო

მე დავიცალე რჩეულ სიტყვებად
მათ ვტოვებროგორც წმინდა ნაწილებს
მგონი არც ვინმეს ვალი მიმყვება
არც წყევლა-კრულვით ვინმე მაცილებს

მათუსალობის არ ვარ მდომელი
სიკვდილშიც არვინ არ მეცილება
ვიციგარდაქმნა ბევრჯერ მომელის
ბევრი მომელის სახეცვლილება

წინ გრძელი გზა მაქვს ბნელით მოცული
უსასრულო და უსწორ-მასწორო
ფრთოსნადბალახადწვიმად მოსული
მშობელ ქვეყანას არ მომაშორო

აქ დავასვენებ ჩემს დაღლილ სხეულს
სადაც მის მცველად უნდა ვმდგარიყავ
ფრინველად ქცეულსმცენარედ ქცეულს
საქართველოდან ნურსად გამრიყავ

ჭურჭლადრაც გინდა მიეცი ჩემს სულს
როგორც სიმაღლის ნატვრა მთასვლელებს
მე თვით სამოთხის ნათელშიც შესულს 
სამშობლოს ნატვრა არ მომასვენებს

როცა ქართულ ცას თვალს ვეღარ მოკრავს
ვიციარ უნდა ამას მინობა
ჩემს სულს სამშობლოს სიშორე მოკლავს
როგორც ჰაერის უკმარისობა

და გამიღებს კარს მაცხოვარი
ყოვლის შემნდობირისხვის გარეშე
მე ერთადერთი მაქვს სათხოვარი 
იქაც” მამყოფოს მშობელ მხარეში!.. 

 

??????