ცას საფირონის ფერი წაერთვა და ცის გადაღმა მეოცნებე ფერს შეერია... ქარებმა გლოვის ზღვარი გადახსნეს შეშლილი ფრთებით.... და გადმოლახეს ცხრა ზღვა და ცხრა მთა ღრუბლებმა- მოხეტიალე კოსმოპოლიტებმა და ფიქრად იქცნენ... და ცრემლად იქცნენ... და ზეცის დამღლელ ტირილად იქცნენ.