ახალაია ბექა
გაზიარება

მოგწერე:,,სოფლის წყაროსთან მოდი 

მოგწერე:,,სოფლის წყაროსთან მოდი“,
ეგ მოსვლაც პირველ პაემანს გიგავს,
ღელავ,რომ თუთას მომტყდარა ტოტი,
გვიყვება რაღაც უძველეს იგავს.

გკოცნი და...წუხილს შენიდან წავშლი...
(ჩურჩულებ,თურმე მიკითხა დათომ)...
მიდგახარ თვალწინ შოლტივით ბავშვი,
მოგხიბლე (მიკვირს) როგორ და რატომ.

ლექსებით ნუთუ?..სხვა მაინც რითი?
ასეა მგონი...
მეგონოს დაე...
მაგრამ ხომ...(არის ლამაზი მითი),
არც იცი ლექსის 
ანი და ჰაე...
სიყვარულს(სადღაც მიქრა და მოქრა),
ხუთივე გრძნობით მოვუწყვე პუტჩი,
ვისაც კი ლექსი ვუწერე ოხრად,
ჩავუშვი მერე სანაგვე ყუთში...

შენ კი სულ სხვა ხარ,როცა გწერ მოდი,
მოდიხარ,მოსვლა არავის გიგავს,
გაღელვებს-თუთას მოტყდარა ტოტი-
თითქოსდა ბებო ეყრდნობა ბიგას.

??????