ახალაია ბექა
გაზიარება

ჩვენით ვამაყობ 

ჩვენით ვამაყობ,ვიამაყებ ქვეყნად თუ რამით,
ვატყობ,მომიწევს უეჭველად შენი მხილება-
გიყვარს ძალიან (როგორც ვიცი) დილის ბურანი,
ჩემი ჩვევაა სადმე პარკში შემოდილება.

სიზმრის ემბრიონს ოფლიანი ზურგით მივათრევ,
შეინარჩუნა (წუხანდელი) სიომ ის ტონი
და სპილენძისფერ ვაზნასავით გდია კვირადღე,
სულ ცოტა ხნის წინ ამოსული მზეა ფისტონი.

მხოლოდ სიმთვრალე დამიტოვა ღამემ ნადავლად,
შეყვარებულის სანახავად მიზეზს ვინ ილევს-
მაღ.კორპუსიდან იმ უცნაურ ხიდის გადავლით,
ბაგების ტყეში რომ დაგიკრეფ ცვრიან გვირილებს,

მერე ცოტა ხნით ჩამოვჯდები(ოდნავ გავაშრო)...
თვალს მომაშტერებ სიამის და ვნების ნაზავით,
შენს ბაგეებზე ღიმილი თუ ტალღას თამაშობს,
ჩემს ბაგეებზე იღელვა და ჩადგა ზღვასავით.

ჩვენით ვამაყობ,საამაყო არის თუ რამე,
ალბათ მომიწევს უეჭველად შენი მხილება-
გიყვარს ძალიან (როგორც ვიცი) დილის ბურანი,
ჩემი ჩვევაა სადმე პარკში შემოდილება.

??????