ახალაია ბექა
გაზიარება

მხრები უმოწყალოდ დაიღარე... 

მხრები უმოწყალოდ დაიღარე,
ისვამ კულულების დაშნებს,
ხოდა,ძუძუებში ჩაგეღვარა,
შენი სისხლისფერი კაშნე.

აქ ჩვენ საიმედოდ ვერ დავიცავთ,
ჩვენი არსებობის ორ წილს,
ვიცი ვერ გვიგუებს დედამიწა,
ვიხდით ვენერაზე ქორწილს.

მოდი გაღიმება შეიფერე,
ხმები გამაგონე მერცხლის,
ხოდა,ამოვტეხოთ ატმოსფერო,
როგორც წიწილებმა კვერცხი.

??????