ბედიანიძე დალილა
გაზიარება

ერთი ვარდი ნარცისს თორმეტს... 

ერთი ვარდი ნარცისს თორმეტს 
მირჩევნია სასუნებლად.
მე ცხოვრება მოვანდომე
ერთი ნატვრის ასრულებას.
ო, იოლი არ გეგონოთ
ერთი ნატვრა მოიფიქრო
და ყველაფერი იღონო,
აისრულო, არ ჩაიქრო.
ცხოვრების ტვირთს უხმოდ ვზიდავ,
შრომას, გარჯას გემოს ვატან.
შეყვარებულს, ვით იზიდას,
მასულდგმულებს ერთი ნატვრა.
რაც მსურს, მხოლოდ ღმერთმა იცის,
ქვეყანას არ მოვედები.
შეკრული ვარ წმინდა ფიცით,
გამიგებენ პოეტები.
ვუფრთხილდები საიდუმლოს,
ჩემი სიყვარულის წყაროს.
ამ ქვეყანას სანამ ვსტუმრობ,
ერთი ნატვრით რომ ვიხარო.

??????