მეორედ დაბადება(ფორუყ ფაროხზადეს )
ფორუყ, როცა შენს სიყვარულს, ბავშვურ თვალებს, კანონის თალხი ნაჭრით უხვევდნენ,
ჩემი სიკვდილი, დედის საშოში ჩემს სიცოცხლეზე უფრო ადრე იბადებოდა.
დედა ცდილობდა სხეული ჩემგან გამოეთავისუფლებინა და ამ ვიწრო სამყაროსთვის მიმეტებდა.
ჩემი დედაც გზა და ფარდაგია, მთელი ცხოვრებით, ჯოჯოხეთის კარიბჭესთან დაფენილი.
ფორუყ, მე ის ბავშვი ვარ, წვიმიან ამინდში უფსკრულში რომ გადაჰყევი და სიცოცხლედ ამოიოხრე.
გახსოვს, მითხარი, ზნეობა ისეთი მაღალია, ვერ იქნებაო ადამიანი.
ვერ გედავები, მეც დამყოლი ვარ სისუსტეებზე და ცხოვრებისთვის ძალებს ვიკრებ.
გზები ჩემთანაც გზაჯვარედინობს და მეც ვფიქრდები, ნეტავი საით?
თუმც, არ ვჩერდები, უნდა ვიარო, სიკვდილის შემდეგ ჩემი ფოტო შენს ფოტოს დარად ,
ჩემს ქვეყანაშიც ”უჩადროდ” რომ გამოჰფინონ ცოდვის შვილებმა.
ფორუყ, შენი სახელი შენსავ ენაზე ”სინათლეს” ნიშნავს, ჩემი - მშობლიურს,
და განაჩენი ”ლექსებისათვის განქორწინება”, ხელისგულებზე დამღად დამედო.
მეც ჩემს სარკმელთან ჩამომჯდარმა საკუთარ თავს დავუწყე ძებნა,
და დავინახე ფანჯარასა და მზერას შორის მანძილი როგორ იზრდებოდა,
მერე მოვიდნენ და დამილაგდნენ სტრიქონებად სიტყვები, რომლებიც მჭირდებოდა.
ფორუყ, როგორ მეგონა, ადამის მოდგმა სუნთქვით ერთმანეთს ათბობსმეთქი,
ვაი და, თურმე, ვაბინძურებთ ბედნიერებას ღვთისმოსაობით.
იცი, ვგრძნობ ვშრები წყალივით საკუთარ გუბეში
და დედამიწას, რომელიც ჩემზე უფრო მარტოსულია,
რითაც მოვედი, მეც იმადვე ჩავუბრუნდები.
ფორუყ, ”ამ მარტოობისხელა ოთახში, ჩემი მარტოობისხელა გული”, შენით დაორსულდა
და აკაციამ, ყვავილები შენს თვალებად რომ გამოისხა, მე ლექსად გიშვი