ახვლედიანი ერლომ
გაზიარება

ვანო და ნიკო (III ნაწილი) 

 III

 ერთხელ ორივეს საქმე ჰქონდა...

 

 

 ვანო და ყოვლისშემძლე ნიკო

 ერთხელ ნიკო ყოვლისშემძლე იყო, ვანო კივანო იყო.

 ყოვლისშემძლე იყო ნიკო და რაც უნდოდა, იმას აკეთებდა:

 თუ უნდოდა, კურდღელს გამოეკიდებოდა და თუ უნდოდა, დაიჭერდა კიდეც;

 თუ უნდოდა, მზეს ჩამოიღებდა და თუ უნდოდა სკივრში შეინახავდა კიდეც.

 თუ უნდოდა, არაფერს არ აკეთებდა და თუ უნდოდა, ვერაფერს ვერ აკეთებდა კიდეც.

 მოკლედ, რაც უნდოდა, იმას აკეთებდა... ხოლო მერე მაღალ მთაზე გადაჯდებოდა და ხარხარებდა:

 

 ყოვლისშემძლე ნიკო ვარ და

 ღამეები გავათენე,

 ყოვლისშემძლე ნიკო ვარ და

 შავი ფერი გავათეთრე,

 ყოვლისშემძლე ნიკო ვარ და

 ლუწი იყო, გავაკენტე,

 ყოვლისშემძლე ნიკო ვარ და

 სხვისი იყო, გავაჩემე...

 

 შემდეგ ისევ ხარხარებდა ნიკო:

 

 ათი იყო, გავაასე,

 ნიკო ვარ და ყოვლისშემძლე,

 ასი გახდა, გავაერთე,

 ნიკო ვარ და ყოვლისშემძლე,

 გონჯი იყო, გავამზევე,

 ნიკო ვარ და ყოვლისშემძლე,

 მზე იყო და დავამხე მე,

 ნიკო ვარ და ყოვლისშემძლე.

 

 ხარხარებდა ნიკო და მზე ღრუბელს იფარებდა და ხე გარბოდა. ფრინველი ვერ ფრენდა და ჭიანჭველა ვერ ჭაჭანებდა. აბა, მთვარე როგორღა ამოვიდოდა, — ეშინოდა.

 სწორედ მაშინ, როდესაც ნიკო მაღალ მთაზე იჯდა და ხარხარებდა, ვანო დაბალ მთაზე იდგა და ფიქრობდა:

 რა შემიძლია მე?

 კურდღელს კი გამოვეკიდები, მაგრამ რას დავიჭერ?

 მზეს ვერ მივწვდები და, რომც მივწვდე, რას ჩამოვიღებ?

 ფიქრი შემიძლია მხოლოდ და რიგიანად ისიც არ შემიძლია“.

 იდგა ვანო დაბალ მთაზე და წუხდა:

 ვანო ვარ და მორჩა და მხოლოდ ის შემიძლია, რომ:

 

 ღამეები დავაღამო,

 შავი ფერი გავაშავო,

 ლუწია და გავალუწო,

 სხვისია და გავასხვისო“.

 

 ისევ წუხდა ვანო:

 ერთია და, აბა, მე რა უნდა ვქნა?!

 ვთქვათ, ათი გახდა, მაინც რა უნდა ვქნა?!

 გონჯია და მხოლოდ ის შემიძლია, რომ გონჯი დარჩეს... ეჰ!“

 მაღლიდან კი ისმოდა ნიკოს გაუთავებელი ხარხარი:

 ყოვლისშემძლე ნიკო ვარ და ნიკო ვარ და ყოვლისშემძლე...“

 ეჰ, — ფიქრობდა ვანო, — მე რომ ნიკოსავით ყოვლისშემძლე ვიყო... — და გაეღიმა ვანოს: ჰო, მე რომ ნიკოსავით ყოვლისშემძლე ვიყო, მაშინ“... და ვანო წამოჯდა დაბალ მთაზე და ღიმილით წაიღიღინა:

 

 ღამეებს გავათენებდი,

 კენტს დავაწყვილებდი,

 ათს გავაასებდი,

 მკვახეს დავამწიფებდი,

 გონჯს გავამზევებდი...

 ...და ყველაფერს კარგს ვიზამდი!“

 

 მღეროდა ვანო და ბოლოს გადაწყვიტა, ასულიყო მაღალ მთაზე და ნიკოსათვის ესწავლებინა ეს სიმღერა.

 მაგრამ სანამ მაღალ მთაზე ავიდოდა, სიმღერის სიტყვები დაავიწყდა.

 

 

 ვანო და შვიდი ნიკო

 ერთხელ ნიკო შვიდი იყო. ვანო კი ერთი იყო და თანაც პატარა. ერთმა ნიკომ ვანო გაზარდა და თქვავანო ჩემიაო.

 მეორე ნიკომ ტანთ ჩააცვა და თქვავანო ჩემიაო.

 მესამე ნიკომ არც გაზარდა და არც ჩააცვა და მაინც თქვაჩემიაო ვანო.

 მეოთხე ნიკომ ქუდი დაახურა. ქუდი ცოტა დიდი მოუვიდა ვანოს, რადგან პატარა იყო ვანო, მაგრამ მეოთხე ნიკო ვანოს მაინც იჩემებდა.

 მეხუთე ნიკო ყველა ნიკოზე ღონიერი იყო და თქვავანო ჩემიაო.

 მეექვსე ნიკო, მართალია, არაფერს ამბობდა, მაგრამ ამით ის უნდოდა ეთქვა, რომ ვანო მისი იყო.

 მეშვიდე ნიკო ვანოს მასწავლებელი იყო და ბევრი რამე ასწავლა ვანოს, მაგრამ ბოლოს ისიც უნდოდა ესწავლებინა, რომ ვანო სწორედ მისი იყო.

 ვანო პატარა იყო და თანაც ერთი და აბა, საიდან უნდა სცოდნოდა, ვისი იყო. ხან ერთ ნიკოს ეუბნებოდა, შენი ვარ, ხან მეორე ნიკოს ეუბნებოდა, შენი ვარ, ხან მესამე ნიკოს ეუბნებოდა, შენი, და ხან ყველას ერთად ეუბნებოდა, თქვენი ვარო.

 ერთხელ ვანო წავიდა და დიდი მუხის ქვეშ წამოჯდა და ჩაფიქრდა:

 ვისი ვარ?

 მგონი, მე პირველი ნიკოსი არ ვარ. მგონი, არც მეორე ნიკოსი ვარ. მესამე ნიკოსი არ ვარ და არა ვარ. მეოთხე ნიკოსი? — არა! მეხუთესი? — არა! მეშვიდე ნიკოსი არ ვარ და აბა, მეექვსე ნიკოსი როგორღა ვიქნები“.

 მერე წამოდგა, ტყე გაიარა და ველზე გავიდა. ყვავილები დაკრიფა და ცას ახედა. მერე ისევ ტყეში შევიდა. ისევ დიდი მუხის ქვეშ წამოჯდა და უცებ თქვა: „მგონი, ჩემი ვარ“.

 ვანო წამოდგა და გაიქცა და თავისი იყო.

 ვანო წამოდგა და გამოიქცა და თავისი იყო.

 ვანო წამოდგა და გადაიხარხარა და თავისი იყო.

 ვანო დაეცა და ატირდა და თვითონ იყო, თავისი.

 ტკიოდა და თავისი იყო ვანო.

 მღეროდა და თავისი იყო ვანო.

 ბედნიერი იყო და თავისი იყო ვანო.

 კვდებოდა ვანო და თვითონ იყო თავისი.

 კვდებოდა ვანო, პატარა ვანო, ერთი ვანო და უხაროდა, რომ არავისი არ იყო და თვითონ იყო თავისი...

 მუხა კი დიდი ყვავილი იყო.

 

 

 

 შენი იყოს!

 ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და უყვარდათ ეს ქვეყანა. ადიოდნენ მთებზე, მაღალ მწვერვალებზე. მწვერვალებიდან ჩამოდიოდნენ ველად, კრეფდნენ ყვავილებს და უხაროდათ ჭრელ-ჭრელი ყვავილები. გადიოდნენ გაუვალ ტყეებს. უცქერდნენ მზეს და უხაროდათ მაღალი მზე. კრეფდნენ ხეთა ნაყოფს. თესავდნენ პურს. მკიდნენ პურს. შეჰქონდათ წისქვილში და იქ მთელი ღამე ზღაპრების ნაცვლად მართალს ყვებოდნენ...

 ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და უხაროდათ ეს ქვეყანა.

 

 ერთხელ მზე ჩავიდა.

 ნიკო, — უთხრა ვანომ ნიკოს, — მე მეძინება და დავიძინებ. როცა მზე ამოვა, გამომაღვიძე.

 ვანო, — უპასუხა ნიკომ ვანოს, — მეც მეძინება და მეც უნდა დავიძინო. როცა მზე ამოვა, მე ვინღა გამაღვიძებს?

 ნიკო, — თქვა ვანომ, — მაშინ ორივემ დავიძინოთ და ვინც პირველი გაიღვიძებს, იმან მეორე გააღვიძოს.

 ვანო, — თქვა ნიკომ, — ასე იყოს.

 ორივეს ეძინა. ღამემ, უზარმაზარმა შავმა სინათლემ, მშვიდად გადაუფრინა ნიკოსა და ვანოს და შორს, ქვეყნის ბოლოს ჩაქრა.

 მზე ამოვიდა...

 ნიკომ გაიღვიძა.

 ვანო, გაიღვიძე, — დაიწყო ნიკომ ვანოს გაღვიძება, — მე უკვე გავიღვიძე.

 თუმც ძალიან სურდა, ვანო მაინც ვერ იღვიძებდა.

 მაშინ ნიკომ ვანოს ჩასძახა:

 ვანო, აჰა, მიჩუქნია გამოღვიძება, შენი იყოს!

 ვანომ გამოიღვიძა და გამოღვიძება მისი იყო.

 , რა ლამაზი სიზმარი ვნახე, — დაიწყო ვანომ, — აზურმუხტებულ მთებს შორის წმინდა მდინარე მიედინებოდა. მზე ამ მდინარეში ჩავიდა. წყალმა მზეს გადაუარა. მზე დაცხრა და გამჭვირვალე გახდა. მასში ჩავიხედე და ცა დავინახე. ცაში ოქროსფერი თევზები დაცურავდნენ. შემდეგ კარგად დავაკვირდი და ჩემი თავი დავინახე მათ შორის. თეთრ ცხენზე ვიჯექი და სიმღერას ვმღეროდი. კვლავ დავაკვირდი და შორს, სივრცეში, ვარდისფერ ღრუბელზე სამი ქალი შევნიშნე. ახლოს როცა მიველ, იმ ღრუბელზე მხოლოდ ერთი ქალი იყო და იმასაც ეძინა...

 , რა ლამაზი სიზმარი გინახავს, ვანო, — თქვა ნიკომ.

 გინდა, შენი იყოს? — წამოიძახა ვანომ.

 მინდა! — გაუხარდა ნიკოს.

 აჰა! — და ვანომ თავისი სიზმარი ნიკოს მისცა და ის მშვენიერი სიზმარი იმ ოქროს თევზებით, იმ ლურჯი ცით, იმ ვარდისფერი ღრუბლითა და იმ ლამაზი, მიძინებული ქალით ნიკოსი გახდა.

 ამის შემდეგ სულ ასე ხდებოდა:

 ...გაზაფხული მოვიდოდა. ბუჩქის ძირას ია ლურჯ თვალებს გაახელდა. ნიკო მის წინაშე წაიჩოქებდა, შემდეგ ვანოსთან მივიდოდა და ეტყოდა:

 ვანო, შეხედე, რა ნაზი ია მაქვს.

 ვანოს თუმც ძალიან სურდა, არ ჰქონდა ის ია.

 გინდა, შენი იყოს?

 მინდა! — უპასუხებდა ვანო.

 მაშინ ნიკო ვანოს ეტყოდა:

 შენი იყოს!

 ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და ვანო ლამაზ კენჭებს დაინახავდა, ხელში აიღებდა, ააგდებდა და დაიჭერდა, შემდეგ კი ნიკოს ეტყოდა:

 გინდა, შენი იყოს?

 მინდა! — უპასუხებდა ნიკო.

 და ფერადი კენჭი უკვე მას ეკუთვნოდა.

 ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და ნიკო შველს დაინახავდა. დაინახავდა და დაედევნებოდა. დაედევნებოდა და დაიჭერდა. ხოლო შემდეგ მივიდოდა ვანოსთან და ეტყოდა:

 ვანო, გინდა, ეს შველი შენი იყოს?

 მინდა! — უპასუხებდა ვანო.

 შემდეგ იყო წარმტაცი ველი. შემდეგშრიალა ტყე. მზე როცა ჩადიოდა, ვანომ უთხრა ნიკოს:

 ნიკო, შეხედე, რა მშვენიერია მზის ჩასვლა!

 და მზის ჩასვლა ნიკოსი გახდა.

 მზე როცა ამოდიოდა, მზის ამოსვლა უკვე ვანოს ეკუთვნოდა...

 ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და სძულდათ ეს ქვეყანა, სძულდათ მთა-ველი, სძულდათ შრიალა ტყე, სძულდათ სიზმრები და შველი, სძულდათ მზე და ჭრელ-ჭრელი ყვავილები...

 თესავდნენ პურს, მკიდნენ პურს და როცა წისქვილში შეიყრებოდნენ, პურით სავსე ტომრებს ერთმანეთს აჩეჩებდნენ და ბოლოს, დაღლილ-დაქანცულნი, მთელი ნათელი დღე სიმართლის ნაცვლად ზღაპრებს ყვებოდნენ. ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ...

 

 

 ბევრს ნუ ისურვებ, ნიკო!

 ერთხელ ვანო ოცნებობდა.

 ოცნებობდა ნიკოც.

 ორივე ტრიალ მინდორზე იჯდა, ერთმანეთისგან ზურგშექცევით და ორივე სივრცეს გაჰყურებდა.

 რა იქნებოდა, — ოცნებობდა ვანო, — რა იქნებოდა, რომ ადამიანი იბადებოდეს...“

 და მზე აღმოსავლეთიდან ამოდიოდეს, ხოლო დასავლეთით ჩადიოდეს, — ოცნებობდა ნიკო, — ჩადიოდეს და იყოს ერთი და ნათელი“.

 ბევრს ნუ ისურვებ, ნიკო!

 ვანო ოცნებობდა.

 ოცნებობდა ნიკოც.

 რა იქნებოდა, რომ ადამიანი იზრდებოდეს, — ოცნებობდა ვანო, — იზრდებოდეს და ფეხს იდგამდეს...“

 „...და მთვარეც იყოს ცაზე, იყოს ვარსკვლავები, — ოცნებობდა ნიკო, — ვარსკვლავები კი ციმციმებდნენ“.

 ვანო ოცნებობდა:

 რა იქნებოდა, რომ ადამიანი დარბოდეს, ხტოდეს, დასდევდეს პეპლებს და ხან იჭერდეს და ხან ვერ იჭერდეს...“

 ნიკოც ოცნებობდა:

 და ხან გაზაფხული დგებოდეს, ბუნება ხარობდეს, ყვაოდეს; ხან ზაფხული იყოს, ცხელოდეს; ხან შემოდგომა იყოს, ხეს ფოთოლი სცვიოდეს; ხან ზამთარი იყოს, ცივი და სუსხიანი, თოვდეს თეთრი თოვლით... რა იქნებოდა!“

 ორივე ტრიალ მინდორზე იჯდა, ორივე სივრცეს გაჰყურებდა, ორივე ოცნებობდა.

 რა იქნებოდა, ადამიანი ხან ავად ხდებოდეს და ხან კარგად. ხან ეძინებოდეს და იძინებდეს. ხან სიზმარს ხედავდეს. დრო მოვა და შეუყვარდებოდეს ვინმე... დრო მოვა და მასაც შეიყვარებდნენ...“

 და ეს ველიც იყოს. იყოს ვანოც, იყოს ნიკოც, ორივე სივრცეს გაჰყურებდეს. ორივე ოცნებობდეს... რა იქნებოდა!“

 ბევრს ნუ ისურვებ, ნიკო!

 ვანო ოცნებობდა.

 ოცნებობდა ნიკოც.

 რა იქნებოდა, ადამიანს ჰქონდეს ცრემლები. როცა ეტირებოდესტიროდეს, ეცინებოდეს და იცინოდეს... ქარავანი კი მიდიოდეს...“

 „...და იყოს მიწა...“

 ბევრს ნუ ისურვებ, ნიკო!

 ვანო ოცნებობდა:

 რა იქნებოდა, რომ ადამიანი კვდებოდეს“.

 , ვანო, ბევრს ნუ ისურვებ!

 

 

 

 ვანო ნიკოს სიზმარში

 და გამოვედით, რომ გვეხილა

 კვლავ ვარსკვლავები“.

 დანტე, „ჯოჯოხეთი

 

 ერთხელ ვანო ნიკოს სიზმარში იყო.

 დაიძინებდა ნიკო და იყო მის სიზმარში სამყარო, სადაც ცა ქვისა იყო, მზეხისა, ხენისლისა, ნისლიმიწისა, მიწაქარისა, ქარიტყვიისა, ტყვია კი, აღარ მახსოვს, რისა...

 დაიძინებდა ნიკო და მოდიოდა მის სიზმარში ვანო...

 მოდიოდა ვანო ნიკოს სიზმარში და ფიქრი მისი ჭიანჭველებისაგან იყო, ოცნება მისი ფრინველებისაგან იყო, სიმღერა მისი კენჭებისაგან იყო...

 დადიოდა ვანო ნიკოს სიზმარში: წყალს გაივლიდა და ცეცხლი მოედებოდა; მზეზე გავიდოდა და ყინულად იქცეოდა; აქეთ წავიდოდა და იქით აღმოჩნდებოდა; იქით წავიდოდა და იქვე რჩებოდა; მარჯვნივ გაუხვევდა და ნეტავ მარცხნივ გაეხვია.

 ხან ღამეში იყო ვანო და ხან ღამე იყო მასში.

 აქ თავის წუხანდელ მწუხარებას ნახავდა, იქით ხვალინდელი დარდი ეგდო, მოშორებით თავისი მარტოობა ეგულებოდა.

 ვანო ხან ტოტი იყო ხისირხეოდა და იტანჯებოდა; ხან კი ფოთოლი იყოყვითლდებოდა და დაბლა ვარდებოდა. დაბლა კი ცა იყო.

 დაიძინებდა ნიკო და ია კოღოს მისდევდა, კოღოკალიას, კალიაკალმახს, კალმახიმერცხალს, მერცხალიზვიგენს, ზვიგენიირემს, ირემიმგელს, მგელიარწივს, არწივილომს, ლომი იას მისდევდა, ია კი არსად გარბოდა, იყო თავისთვის...

 დადიოდა ვანო ნიკოს სიზმარში და ყვითელი რუხი იყო, რუხი ნარინჯისფერი იყო, ნარინჯისფერი მწვანე იყო, მწვანე წითელი იყო, წითელი შავი იყო, შავი ცისფერი იყო, ცისფერი კი სულ არ იყო...

 დადიოდა ვანო ნიკოს სიზმარში და ჩრდილი მისი, სადაც დაეცემოდა, გაიბერებოდა, გასხეულდებოდა, ქვეწარმავლად გადაიქცეოდა, გახოხდებოდა, გაიკლაკნებოდა და მიწაში ჩაძვრებოდა.

 დაიძინებდა ნიკო და მოდიოდა მის სიზმარში ვანო: ხან ბედნიერი და ხან უბედური; ხან მხიარული და ხან მწუხარე; ხან კეთილი და ხან ბოროტი.

 ხან ერთი იყო ვანო, ხან ორი იყო ვანო, ხან სამი იყო ვანო და ხან ნახევარიც არ იყო ვანო.

 ბევრი ხილი იყო ნიკოს სიზმარში, მაგრამ ყველა ხილი ერთი გემოსი იყო.

 დაიძინებდა ნიკო და იყო მის სიზმარში ქვა მწუხარებით სავსე, ქვა ფიქრით სავსე, ქვა სიყვარულით სავსე, ქვა ბედნიერებით სავსე, ქვა შიშით სავსე, ქვა ეჭვით სავსე, ქვა მარტოობით სავსე და ქვა ქვისაგან ცარიელი.

??????