Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ებანოიძე ზაალ
გაზიარება

თოხი 

ჭალის ყანიდან ცალი თოხის კაპასი ისმის, 
არ მოჩანს გლეხი ––– ემალება საყანე ფერდობს, 
ახურავს ალბათ ფაფანაკი ––– რძისფერი ნისლი, 
შორიდან უნდა წარმოსახვას მე ჩემსას ვენდო. 

ხელიდან ხელში განაცვლებას გაამხელს თოხი, 
ცოტა ზედმეტი დაყოვნება ჩადგება ხმაში, 
ან როცა სიმინდს ამოზრდია გლერტა და მოხრილ 
კაცს უნდა ფრთხილად ააცილოს, თითები მაშინ. 

ვერ ვხედავ, მაგრამ უშეცდომოდ მაყენებს კვალზე 
გუმანი გლეხის ––– წილნაყარი პოეტის წვასთან, 
როცა იდაყვით დაეყრდნობა დროდადრო ტარზე ––– 
თოხის დუმილი ამ დროს უფრო ხანგრძლივად გასტანს. 

ხანდახან მჩატე ––– ზერელე ხმა გადავლას რომ ჰგავს, 
და ყურზე ადრე ტანი რომ გრძნობს და ტანი ისმენს, 
რაც იმას ნიშნავს: ნატერფალი ჩაფარა თოხმა, 
აოშილ მიწით და ხელახლა შეტევას იწყებს. 

და როცა მწყერის დაღლილ კუთავს ჩაირევს ჩქამი 
(ყუით კოლბოხის ჩაშლას ასდევს ამგვარი რამე,) 
აუხურდება ცელქი სიო ჩახუთულ ამინდს, 
და ჭალა-ჭალა სულის მოთქმის არიგებს წამებს. 

გამოემბება ხელმეორედ ამ წამებს თოხი ––– 
სვრელის გატანის სიხარულთან წილნაყარს რომ ჰგავს, 
და ტყდება ყანაც ნიავის ქვეშ და ჩემში ორმხრივ 
განცდას, ნაადრევ ჭირნახულად, ეს ლექსი მოჰყავს.

??????