წინდაწინ გლოვობს გამოტყუებულ კვირტებს,
წინდაწინ გლოვობს გამოტყუებულ კვირტებს,
მაცდუნებელის კვალზე შემდგარი თავისით;
და მარტის ქარი ხელს არ დაგვიქნევს ვიდრე-
შუბლზე გამოსხმულ სიმწრის ოფლივით განიცდის.
ამოხსნილია გათამამებულ მარტის
ალეგორია - ,,წუთისოფელი ჭრელია“;
და აღარ გიკვირს რო შეამჩნიო დარდი,
წამწამებივით ახანხალებულ ლელიანს.
ყოველ წელიწადს სამად-სამი დღე სესხად
(რაღა სესხია -მარადიული ვალია),
ეს რა ხანია, ტყემალს რო ხათრად ესხა-
ცოტა მარტის და ბევრი ტყემალის ბრალია.