ზოიძე შოთა
გაზიარება

ყველა მწვერვალის 

ყველა მწვერვალის ჭაღარა თავზე 
სრული სიმშვიდე სუფევს ახლა რაც მთავარია 
და უღრანი ტყე ჩიტებით და ჭინკებით სავსე 
კენწეროები და რტოებიც წყნარად არიან 
დადუმებულან ფრინველები - ტყის ორკესტრები 
რტოების ჩქამიც რაა - ახლა სანატრელია 
და ვიდრე შენი მოთმინების ძაფი მრთელია 
დამშვიდდები და ერთ სასწაულს შენც მოესწრები.

??????