ზოიძე შოთა
გაზიარება

გლობუსი  

გათენდა. მიწას დაეცა ჩრდილი,
სვეტიცხოვლის და ყინწვისის ჩრდილი,
ყამარი ზღვიდან გამოდის დილით
და დევებს სული უჭირავთ კბილით.

არც მე გახლავარ ჯაბანი სულაც,
ზღაპარში მეც მყავს ჩემი ნიკორა,
და ხეობაში, მდინარის გაღმა,
თითქოს მინდორში ბურთი მიგორავს.

??????