ზოიძე შოთა
გაზიარება

სონეტი #1 

წარსულის ხსოვნა მივაბარე კეთილ მეზობელს,
მომავლის გზები დავაზმანე ტაძარს ზარებად,
სიკვდილის შიშით ზიარება არ მეზარება,
მე ჩემს ეზოში ყოველ დილით ვხვდები ეზოპეს.

აქ აღიმართა უპირველეს ჯვარი ნინოსი,
აქ აღავლინა რუსთაველმა ღვთიური ლოცვა,
აქ მოინათლა, მზით აივსო და მერე, როცა
თვალწინ დაუდგა ინდოეთი, განგი, ნილოსი.

ყოველი ღამე მესხურ ოდის კართან ათია,
სახელი მისი პოეზიის ათინათია
და უკვდავია უკუნითი უკუნისამდე.

ახლა აქა ვარ, აქ გაჭრილი სამარის პირას,
აქ ჭოროხისპირ ამოზრდილი ტირიფი ტირის...
მე შორი გზა მაქვს გასავლელი მასთან მისვლამდე.

??????