აბაშიძე გრიგოლ
გაზიარება

ზღვამ აგრე იცის... 

 

ზღვამ აგრე იცის
ქარიშხალი ყალყზე შედგება
აიჯაგრება და 
მრისხანედ დაიგრაგნება
ამოყრის ყველა სიბინძურეს 
სიღრმეში დანთქმულს 
და გეგონება 
თვითონ ფსკერი ამოტრიალდა

ზღვამ აგრე იცის
ქარიშხალი როგორც ჩადგება
დაცხრება ღელვაც 
და გაქრება ტალღებთან ერთად 
ქაფი და ჭუჭყი
ზედაპირზე ბოღმად მომდგარი

ზღვამ აგრე იცის
დამშვიდდება ქარიშხლის შემდეგ
განებივრებულ კატასავით 
ფეხქვეშ გაწვება 
და განაახლებს მომხიბვლელად 
ლაჟვარდი ლივლივს

და რომ ჩახედავ 
გამჭვირვალეკამკამა სიღრმეს
ისევ ბავშვივით დაიჯერებ
რომ ფსკერზემართლა
მარტო მარჯნის და 
მარგალიტის საუნჯენია

ზღვამ აგრე იცის
თურმე ხალხსაც ასე სცოდნია
ქარიშხალივით აიშლება
ყალყზე შედგება
სულში დალექილ სიბინძურეს 
გაცოფებული 
ამოყრის მაღლა 
შემზარავადგულისამრევად... 

და როცა ნგრევით 
გულს იჯერებსგაოგნებული
დაცხრებაისევ 
ძველ სიმშვიდეს დაუბრუნდება
დარაც მშვენება ჰქონდა ადრე
ერთიათასად გამოაბრწყინებს 
მთელი ქვეყნის თვალგასახარად

ზღვამ აგრე იცის
თურმე ხალხსაც ასე სცოდნია... 

 

 

??????