თედორაძე დავით
გაზიარება

ღამეთა თეთრად მთევარი 

თეიმურაზ კომახიძეს

შემწედ ბედუკუღმართ საქართველოსმეგულებოდი და მეგულები,
სევდა-კაეშანის გამფანტველო,
შენსკენ სიხარულით ვეშურები.
ქვეყნის ჯურღმულებში ჩამახედე,
ღამეთა თეთრად მათევარო,
ძმისთვის ძმავ, მოღალატეთათვის
ავად ალესილო სატევარო.
სული და გული შენისთანა
რა გასაკვირია მეც მენატროს,
მთის არწივივით შემართულო,
მწერალო, მეცნიერო, მეცენატო.
რამდენი გმირი გაგვიცოცხლე,
რამდენი ფერფლწაყრილი მარგალიტი,
სამშობლოს როგორ ვემსახუროთ
შენა ხარ ამის მაგალითი.
ზაფხული ერგეში
ახლა აქ ყოფნა შვებაა,
რწმენა ამოდის მიწიდან,
მთები ხომ მიყვარს, ეს წყალი,
ეს სიმყუდროვე მიზიდავს.
აქ რო ვარ, ასე მგონია
კეთილმა სძლია ბოროტი,
აქ ყველა ჩემი ტოლია,
მიერთგულებენ ბოლომდი.
გამაღვიძებენ ჩიტები,
დარდს ამომკენკენ გულიდან,
გამალაღებენ, დამღლიან
სამშობლოს სამსახურითა.

??????