თედორაძე დავით
გაზიარება

შენი თვალები 

და ბოლოს ისევ გათქვეს თვალებმა,
ამ გრძნობის მიღმა რაც იმალება...
და რაც ბურუსით იყო ფარული
ამოიკოკრა მზით, სიხარულით.
შენც ამზეურდი, ამოანათე,
გულს უსალბუნე წყაროსთვალივით,
ასე იღვიძებს დილით ცის ნამი,
ასე ამოდის მარტში ყვავილი.
არ ვიცი ახლა რა ცოდვას ვიდებ,
ან ტკბილ ოცნებას საით მივყვები,
ნეტა ყოველთვის ჟრუანტელს მგვრიდეს,
შენი თვალებით თქმული სიტყვები.

??????