ბერიძე აჩი
გაზიარება

შ ე ხ ე დ ე ! (თათას) 

შეხედე ჩემს ხელებს, ვენები დათვალე ორიოდ,
ხაზებიც (მითხრეს, რომ ცხოვრების ყოფილა და ა.შ),
შევხვდებით ერთმანეთს, როდესაც ვიპოვით კორიდორს,
მე გნახავ, შემდეგ კი თვალები იტყვიან დანარჩენს.

გამოდის, რომ მართლა ბათუმი თბილისთან შორს არის,
ზამთარში ქარია ორივე ქალაქში და უფრო,
შვეულად შრიალებს შაბათ დღეს შარა გზის შროშანი,
რადგანაც სახლში ვართ ორივე, სარკესთან ვსაუბრობთ.

იმაზე, რაზედაც ძილისწინს (ლოცვის დროს) ვფიქრობთ და
იმაზეც, რაზედაც ფიქრიც კი არ ღირდა აქამდე,
მე მეტი სიხშირით ვმეგობრობ კვამლთან და მიკრობთან
რადგანაც ვხვდები, რომ დღე ცდილობს ჩვეულად დაღამდეს.

შეხედე სითეთრეს, ფიფქები დათვალე ორიოდ,
ღრუბლები მიდიან, მოდიან, მიდიან და ა.შ.
შევხვდებით ერთმანეთს, როდესაც ვიპოვით კორიდორს,
მიყვარხარ... და ალბათ თვალები გეტყვიან დანარჩენს.

??????