ბერიძე აჩი
გაზიარება

საკუთარ უფალს... 

მე ხომ სიზმარიც არ მივარგა, არათუ ყოფა,
ჩემი ცხოვრების ხალისს უკვე წაუხდა ნირი,
შეგრძნება - თითქოს რელიგიას ეშმაკთან ყოფენ,
მე კი, უმიზნოდ, უნიათოდ ხმამაღლა ვყვირი.

როგორც წვალება საკუთარი თავის სარკესთან,
ამინდიც ასე მოიღუშა სეზონის მსგავსად,
ჩემი თვალებით გუშინ ნაყიდ სურვილსაც ვმწყემსავ,
რომელსაც უკვე ავეღარაფრით დავუდე გარსი.

ბოლო ტკივილი მე ამცდა და ვიღაცას არა,
ზოგისთვის რწმენა მყიფე არის, ზოგისთვის მყარი,
საკუთარ უფალს ლეღვის ფოთლებს ჩაცმისთვის ვპარავ,
მერე კი ვამბობ "არ ცოდნა ხომ არ ცოდვა არის".

ჩემი ცრემლები იმალება თვალების მაღლა,
მგელივით უკან ვბრუნდები და ვტკივდები კისერს,
მე უფლისაკენ მიმავალ გზას ცოდვებით ვნაღმავ,
რომელზეც თვითონ ავფეთქდები... და პირჯვარს ვიწერ.

??????