ბერიძე სანდრო
გაზიარება

მეილები ნატო ინგოროყვასთვის-მეილების თავფურცელი 

დარდი შენი იალებს,
იმედებს ატიალებს,
ფიქრი ფიქრში შრიალებს,
ლურჯად დანაჩითი.
სიყვარულის ომიდან,
უნებლიე ნდომითა,
ისევ ცრემლებს მომიტან,
როგორც უფლის ჩიტი.

წყევლამ წუთით იდარა,
ეულს რაღა მინდა რა,
სულმა გადაიყარა,
სიცივე და თოში.
შენი იშვიათობა,
დღე-ღამით რომ მნათობდა,
უიმედოს მათბობდა,
ყოველნაირ დროში.

მადლი მარიოტასი,
წერა იყო ცოტასი,
რაც ქალთა კოჰორტაში,
მხოლოდ შენ ერთს გაწვიმს.
თუკი ბედი ჯინია,
გზა თუ კლდე და ტინია,
მაინც ნუ გეშინია,
დაფერფვლის და დაწვის.

ოცნება ფერმიხდილის,
ამ დილის თუ იმ დილის,
კერძი იყო სიკვდილის,
ვით ღამის-საღამო.
ვინც მაჟორთან შეკრულა,
თუ მინორს უერთგულა,
ყველას ტანჯვა ერგუნა,
დანანების გამო.

ტყუილია იმედი,
ლოდინის სიმძიმეთი,
თუმც ამ მოციმციმეთი,
ყველა მარტვილს სჯერა.
მარტოსულო ქალაო,
მწველი ცეცხლის ალაო,
სევდა ვინაც მალაო,
თავს ვერ გაეცალაო,
ვერა,
ვერა,
ვერა.

??????