Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

ცხოვრება სიზმარია 

ვინ იცის, ცხოვრება სიზმარია.
და თუ სიზმარი მთავარი გმირის სიზმარია
და თუ ცხოვრება სიზმარია _
ცხოვრება შენი სიზმარია.

ვინ იცის, ცხოვრება შენი სიზმარია,
მაგრამ შენ, ვინ იცის, რა ხანია, გაიღვიძე.

და შენ, ვინ იცის, მართლა შენა ხარ და ამიტომ
აბა, ვინ იცის, რა ხნის ძილი და ღვიძილი იცი.
და ვინ იცის, როდის გაიღვიძე
და ვინ იცის, როდის დაიძინებ
და ვინ იცის, როდემდე გვეჯერება, რომ ისევ დაიძინებ
და ვინ იცის, ვინ იცის, რა გვეშველება, 
სანამ ისევ დაიძინებ...

ან ვინ იცის, რა ხანია, ისევ დაიძინე
და რა ხანია, სხვა სიზმარს ხედავ.

??????