ბუნდოვანი გიორგი
გაზიარება

GOD IS DEAD 

ნაწილი-I

და მე ვკითხე მას--სადაა ღმერთი?
და მიპასუხა მან--არსად!
კითხვა დავუბრუნე--რატომ?
კითხვითვე მომიგო--ვითომ?

და ვიცოდი წინასწარ--რატომ...
და ვფიქრობდი მუდმივად--ვითომ...
სადღაც, შორეულ ოკეანეებს ვუხმე-
ღმერთი იქ სვამს წყალს, თურმე...

ნაწილი-II

დაკონკილია ძლიერ, დაფლეთილებში წნული
და ჩავეკითხე ისევ--სად არის ჩემი გული?
ჩრდილო-დასავლეთს, მხარეს
გადაკარგული ვცანი, მივეცი ჩუმად ბანი...

საჰარას ხრიოკ ველზე გადმოვექანე ასე-
კუზი აქლემის როგორც, ცათამბჯენების ხიბლი;
და ვაშტერდები კუზებს, საათი მისვამს ტუზებს,
ისევ ვიკითხე უხმოდ--ღმერთი ესაა ნუთუ?..

სინონიმებით ფიქრმა ანესტიანა გონი,
იყო უხეში, რადგან, ჩემი სპეტაკი ტონი;
განკაცდა რადგან ისიც, უდაბურეთში ადრე-
ზუსტად შეკითხვაც ესე, დაუყოვნებლივ ვკადრე!

სიცხის მირაჟებს ელდა ჩამოურეკავთ ზარად
და მერამდენე სევდა უტარებიათ დარად...
განა მასშია არსი, განა მისია ზენა?
იყო ღაღადი ესე..არ იყო ყურთა-სმენა!..

ნაწილი-III

ვიდოდი წყალთა ზემოდ, ტერფები თლიდა ტალღებს,
სამყაროებში ვთხზავდი ლექსად მოვლენილ ბალღებს...

ნაწილი-IV

და კიდევ გაჩნდა კითხვა,
და ისევ გაკრთა სიტყვა...
ღმერთის არყოფნის დამღამ
მე, რექვიემი მითხრა!..

საროსკიპოებს ორთქლში
გააცისკროვნებს ცრემლი-
სოდომ-გომორის ეშხად
იავარქმნილი გრდემლი...

ნაწილი--V

შხეფად ნაკადი ცათა გადაიშალა უმალ
მასაც დავკითხავ, მივალ, თუმცა რა ვკითხო მეტი...
ატორტმანებულ ზვირთებს-ტიტანთა განტოტვაში
ეჩურჩულება-ყვირის, უსათაურო ღმერთი...

უდაბურობის ქუდი და უკუნეთის ქურქი
შემოუცვია ტანზე, გამხდარა ძალზედ მუქი...

მუხლად მოყრილი, სველი მას მივეახლე კვალად
--”შემომეხარჯე გზაში, უზალთუნების დარად...”

??????