ბუნდოვანი გიორგი
გაზიარება

თუ მოგმართეს - ძაღლო! - მადლობა უთხარი 

ჩემს გვერდზე, ჩემი ერთგული ძაღლი,
მე შემომცქერის ბრძნული თვალებით...
მას ვაცქერდები და მასში ვხედავ _
გადაუხდელობას, ბევრი ვალების!
ძაღლის თვალებში ვიკითხავ ყოფას,
მთელი სიმძაფრე მათში დაგროვდა!
_ ვამჩნევ სრულყოფას, მსოფლიო ხედვის,
ჩემი ხედვა კი _ ნამდვილს დაშორდა!
უცებ აყეფდა მწუხარე ძაღლი,
_ რა გაახსენდა, ნეტავი, მივხვდე?..
იქნებ აჯობებს, რომ მეც, მასსავით
ცარიელ ჯამთან უჩუმრად მივჯდე.
_ ძაღლს ესმის თურმე ქვეყნის ავ-კარგი,
ვერ მოატყუებ მურას ან ცუგრას...
ადამიანი _ მხეცთ შორის მხეცი _
ცოდვების ზღვაში დამხრჩვალი ცურავს.
ბევრმა დაწერა ძაღლებზე სიტყვა,
ჩემს ძაღლზე ვწერო მწადია, მე _კი...
დიდმა გრანელმაც ერთხელ დაწერა:
_ როს დაღამდება, მოხუცი ჯეკი...~
მე ერთგულება ძაღლისგან ვიგრძენ,
ძაღლს სიყვარული დიდი სცოდნია!
_ ღმერთო! როგორ ვთქვა, რომ ადამიანს
ძაღლი ათასჯერ უფრო ჯობია?!
_ ჯობია! ალბათ, ვერა ვთქვი კარგად,
არც შეედრება, სულაც, არაფრით!
და დღეს მივდივარ, მას ვტოვებ მარტოდ,
მივალ განცდების დიდი ამალით!
განგებამ უწყის ჩემს ძაღლის ფიქრი,
მაგრამ ვსაუბრობ, უსიტყვოდ, მასთან...
_ როცა არა ვარ, ცოტა ხნით სახლში
ძაღლი არ მივა არაფრით სხვასთან!
ასეა რწმენა, ჩემი და სხვათა,
ვინც ამ ცხოვრების აზრი გაიგო:
თურმე ბუნებამ, ძაღლიდან მხოლოდ _
სიტყვის უფლება უღვთოდ წაიღო!
_ გვერდზე ჩათვლიმა ერთგულმა ძაღლმა
სიზმრადაც ნახა თავის პატრონი...

??????