ბუნდოვანი გიორგი
გაზიარება

მისტიკა აზროვნების გზაჯვარედინზე! 

წვეთ-წვეთად იწურება ღვთაება,
ხელიდან მისხლტება ძაფი.
ზრახვების ზღვაში ვეშვები _
ცოდვათა ბატისკაფით.
მიდგას სხეული თვალწინ _
სიცარიელის სიმბოლო!..
ამ უაზრობის ტვირთი _
რომ უფსკრულეთში ვისროლო.
სისხლად იხრწნება ნაღვაწი,
ხელიდან გასხლტა ძაფი!..
მცდელობის ზღვაში ჩავეშვი _
ცოდვების ბატისკაფით!

??????