ბუნდოვანი გიორგი
გაზიარება

გონების განშტოება 

ჩემი ცხოვრების ნაწილ-ნაწილ ნოველირება
და ყრუ ჰანგების ჟღერადობა უსიერ სულში...
სარკოფაგული მდუმარება მოედინება _
აზრებიც მოსდევს _ განწმენდილი, ასევე მრუში!

განხეთქილების შემაზრზენი დაორსულება,
და შეტაკების უეცრობით, ვლენილი პირმშო...
სიმწრით დაცლილი სისასტიკის თეთრი ცდუნება,
არ მოვყვე მათში, განვერიდო! _ ამაზე ვშიშობ.

სენმოდებული, ავადმყოფი ფერების შეხლა
და აგონიით, ბნედიანი გარდასახვები...
ფსიქიკის რღვევამ, შეუცნობლად, საკმაოდ შემძრა
იმ უწყლო ზღვებთან, შლეგიანი ნატვრის მსგავსებით!

დამტვრეულ ძვლებად განფენილი სხეულთა ხროვა,
და დედააზრის გაყალბების კეთრომანია...
საკუთარ თავში , ნუთუ ვინმემ, რაღაცა ჰპოვა?!
ნუთუ ვიღაცამ ცას შებღალვლა კვდომის არია.
ჩემი ცხოვრების აბზაცებად ნოველირება,
და ყრუ გამების ხმაურ-წყვეტა, უსიერ სულში!

??????