ბუნდოვანი გიორგი
გაზიარება

საწყისის აღდგენა 

დაბადებიდან უძინარი, სიკვდილში ვიღვიძებ,
ცხოვრების კადრები წარსულის წუმპეში დაცურავენ _
როგორც უთვალავი მალარიები...
_ წაგებული დუელები ბევრია!
ვით ეჟვანით, პირს ამიკრავენ ფიქრები, სიღრმით _
პირველყოფილის ანაბეჭდი, ქვის გაყინული რომანი!
გადატეხილი ხერხემლით ცის გულისკენ მიიწევს ჩემი შეშუპებული ტანი!
სახლთა ჩალეწილი მინებიდან ორთქლდება სიცარიელე,
კედლებზე გაგლესილი სიმრუშე წვეთავს, ვით ფერთა, უკეთური პალიტრა!
ღამის პეპლებით ირთვება სულის უკუნი.
შორ გზების უსასრულობა ჩემში შემოდის,
და სინანულის მისტერია იკლებს გარემოს.
_ მე არ მტკენია დაბადების არც ერთი წუთი!

??????