ბრალი ჩემი
მომკითხავ გრძნობებს,
მომკითხავ თბილ და მოზომილ სიტყვებს,
კიდევ საქმეს _
საგმიროს და სასახელოს;
მე ვეღარ მიცნობ, რაც არ უნდა ეძებო ჩემში
ძველი ოცნება, ძველი ფიქრი და ის გრძნობები,
როცა გული მკაცრი ტკივილით ყელში გეჭედება
და ამით თავის არსებობაში გარწმუნებს,
რომ გული გქონია!
თუმც, პოეზიით და გაზაფხულით დაავადებული,
გაზაფხულით, რომელიც ბავშვური ოცნებებივით დაგემსხვრა.
და ამიტომაც უუნარო ვარ სიკეთეებში,
იმ ყველაფერში, სადაც ადრე გეგულვებოდი.
სამაგიეროდ შემიძლია ყოველდღიურობა და ერთფეროვნება,
შეჩვევა და შეგუება ყოველივესთან, დრო რასაც მთავაზობს
და ყოველივე, რა თქმა უნდა, ცრემლის გარეშე,
ო, რა თქმა უნდა, ცრემლის გარეშე.
მიინავლება სიცოცხლე ჩემი – ნისლის მდინარე,
მშრალი და დუნე,
ხელებს ვუშლი ნაპირების შეხებას
და რასაც დაიტირებენ ჩემი მდუმარე ხელები
და რასაც მიაყრიან მიწას და ყვავილებს,
რკინიგზის სადგურებს, დანგრეულ დაბებს,
განადგურებულ ქალაქებს, მიტოვებულ სოფლებს და სახლებს,
შეშლილ გვამებს, ჩაშავებულ თვალებს
და ლაზარეთებს,
რომელიც მე ვარ,
ჩანგრეული და მიუვალი.
ვემსგავსე ყველას, ვინც გარშემო ადამიანი
ვერ შენიშნა, ვერ დაინახა!
ვარ ლაზარეთი მომაკვდავთა და განწირულთა,
დამაგვიანდა,
ყველას შველა დამაგვიანდა,
უსასრულოდ ყველაფერი დამაგვიანდა.
ვით შეჩვენებული და სიცხიანი
წყევლას ვუგზავნი სალოცავ ზესკნელებს,
იქ მცხოვრებ არსებებს, იმ ოცნებებს და მოგონებებს,
რომლებიც გაფრინდნენ,
სიზმრებივით შორეთს გაფრინდნენ.
და ჯანდაბას იქით გზა ჰქონია ყველა გაზაფხულს;
მარტებს, აპრილებს, გადაპენტილ, მსხმოიარე, კეკლუც მაისებს!
და საიდან ამდენი დუმილი,
ამხელა დუმილი, ჩემო ხელებო?!
ვის დასამარხად ემზადებით,
ვის ჩასამარხად –
შავი მიწაა შემნახველი ჩემი სატრფოსი,
ჩემთვის ცივია ეგ სამარე, ეგ იდილია,
მე დედის გულში ვარ ჩამარხული ჩემი კუბოთი,
ჩემი სუდარით და ამ ქვეყნიდან წასაღები დიდი ხურჯინით,
რომელიც ვავსე ხან დარდებით, ხანაც მუდარით,
და უფრო ცოდვებით,
და უფრო სიზმრებით,
რომელთა სიცხადისათვის ყოველთვის მე ადრე ვტიროდი.
ვის დასამარხად ეშურებით,
ვის დასამარხად,
მდუმარე მუსიკით ჩამოყრილო
და დაღალულო ჩემო ხელებო?!.