ბუნდოვანი გიორგი
გაზიარება

Dialogus cum diabolo(დიალოგი ეშმაკთან!) 

ლურჯად დაძარღვული, დასიცხული თვალების შესივებით,
სისხლით გავსებული ხახიდან, ნთხევით
გადარეული, სადისტური ღრიალით შემეჩეხა -
ანარეკლი ჩემი, ნაშობი წვიმოვანი ლანდებიდან!
ანარეკლი იმიტირებას ახდენს ჩემი არსის განუმეორებლობის.
ორეული სხვაა, ანარეკლი სხვა...
მყიფდება გამოსახულების პროფილაციით შემოტრიალებული ანფასი _
ანფასი მედუზის, თვით გორგონა, გველთა ჯარებით.
კარგავენ თვალნი სივრცეების დროებით აღქმას,
გრაფიკულ პორტრეტს ენაცვლება აუხსნელი, მკაცრი ნიღაბი.
სულთახუთვაში ამძაფრდება ნაღველის ტბორი.
კრუნჩხვა აიკლებს ანარეკლის წყლიან მიმიკას,
მძიმე ჰაერში სიგარეტის ფერფლიდან ხრჩოლავს _
პირბასრი მზერა!
და გადაგლეჯილ აორტიდან მოწყდება თქეში!
დაიხუნძლება მრავალ ლანძღვით ვიღაცის ხვედრი,
როგორც ხანდაზმულ განგებაში, ჩონჩხის ჩალეწვა!
_ წამებულ ოხვრით აორთქლდება ის ანარეკლი _
სისხლიან სარკეს, მყრალ ბაგიდან გადააფურთხებს!

??????