ბუნდოვანი გიორგი
გაზიარება

იზრდება თვალთაიზრდება თვალთა 

იზრდება თვალთა არსში
წიაღების რთული გამა...
და უკუნის კატეხიზისს
ეხეთქება ტვინთა მასა;
მოვარდნილი და ნაგვემი
ავბედითი მწველი ტრავმა _
ან ადამის მახინჯ ფიქრით
დატვირთული თეთრი რასა!

რას იზიდავს, განკუთვნილი,
გვამთა რისხვის უმწეობა?!
სხვა მკრეხელი და სხვა მრუში
გაყალბდება მირაჟებში...
მე საკუთარ ინდივიდთან მაკავშირებს
მხოლოდ მტრობა _
დატეხილი მუქ მინებად: მისაგნები _ მიუგნებში!..

სხარტ ქმედებას ეტმასნება ეს ბეხლეწი სიბინძურე,
ფანტასტური შთაგონების კუნჭულშია
მკრთალი ვნება...
სააქაო, ვით სისავსე, აბსურდულად ამოვწურე _
მისტიური ეიფორია ქაოტურად მეჯახება!

??????