ბუნდოვანი გიორგი
გაზიარება

დაღონება _ შეღამებით 

სანუკვარ შტორმში აირია ჩემი ღაწვები,
მოაწყდა სხეულს, უკითხავად, მწყრალი გენია;
ღამით _ ნაგლეჯი, ჩახლეწილი ხმებით დავწვები,
სიზმარი ჩემი _ გალაქტიკის შენაძენია!

თრთის, ვით ნახმარი, შელანძღული, აზრთა პათოსი
მოზვავდა მძაფრად გაქანების მჩატე წყურვილი...
ტანზე მეკვრება ასხლეტილი ტვინის სამოსი
მკერდზე მასკდება ქიმერების რუხი მუნდირი!

ვიზიდავ ზეცას, დედამიწას დავალბობ ფურთხით,
მანტიის ფარჩა იხლართება მდუღარ ნერვებში...
გავხედავ სივრცეს, გავიხსენებ გარდასულს წუთით
და კვლავ გავქრები, ჩემს სევდიან ჩანაწერებში!..

??????