Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ბოლქვაძე ფირუზ
გაზიარება

* * * "ტყე, დაბურული" 

ტყე, დაბურული ფოთლებით და,
გრილი, საამო ხეივანი;
ბალახში ლუდის ბოთლები და
ბილიკზე ვიღაც ხეიბარი,
სიცხე, ოფლი და სიგარეტი,
ჩირგვებში ჩიტი ცოცხალ-მკვდარი,
მინდა ”მალბორო, ” მინდა ”კენტი”,
ღვინით სიკვდილი და ავდარი...

ტყე დაბურული ფოთლებით და
ბილიკზე მხვდება ხეიბარი,
სავსე ჯანსაღი ოცნებით და
ათასთან ძმობით ნაფიცარი,
იქით მდინარე, მცინარეთი,
ჩრდილში სამოთხის ღია კარი,
” - მომაწევინე სიგარეტი,
ანდა სიკვდილი დამასწარი!..”

ტყე, დაბურული ფოთლებით და,
გრილი საამო ხეივანი,
“ - ჩვენ ერთი ჭირით ვლოთდებით..” და..
ყვავილებს კოცნის ხეიბარი...
უცებ გაჰკივის მინარეთი,
ლაპლაპებს სადღაც ოქროს ჯვარი,
ღვინო, მდინარე, მცინარეთი,
შორს: სიკვდილი და ღია კარი...

??????