Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

გაბაიძე გიორგი
გაზიარება

იუდიას მონოლოგი 

თითებზე ძაფივით აგისხამს გრძნობები,
მარიონეტული თამაშით გაერთე,
სარკეში გიყურებ და მეუცნობები,
ქლამიდის მაგივრად ჩაგიცვამს ხავერდი.

მუქლურჯი ფერებით ყალბ-ოცნებასავით,
დახურეს ფარვანას ფრთებით ეს ცა მთელი,
აინთო საღამო სერობის მბაძავი, 
და ჩაქრა თორმეტში ერთ-ერთის სანთელი...

დავეძებ ქვიშაზე ადამის ნაკვალევს,
ხომ ვიქმენ ღვთის ხატად, მერგო ეს პატივი!..
აჩრდილი ცოდვისა არაფრად ჩავთვალე,
და ვერ მოვირჩინე მძიმე სახადივით.

ამ სულში ბოროტი, ვერაფრით ჩავქოლე,
ვერ შევქმენ ადამის გზისებრი მოდელი,
სერობის წინა დღით დაიწყო ეს ქროლვა,
და ჩავქრი იმღამეს, - ისკარიოტელი.

??????