გაბაიძე გიორგი
გაზიარება

მ ი ნ ი მ ე ბ ი ექსკლიუზივი

* * *
სევდა - კერკეტი კაკალივით გაუტეხელი
წვიმაში დადნა...

* * *
სიზმარი ცხადი ეგონა,
შეეშინდა და სამუდამოდ დაიძინა.

* * *
გაყვითლდა და ჩამოვარდა...
კენწეროდან მიწამდე თვალწინ 
მთელმა გაზაფხულ-ზაფხულმა გაურბინა.

* * * 
ფილტვებში ჰაერი გამოელიათ ნაძვებს,
შენს ყოველ ამოსუნთქვას ამის გამო ელიან...

* * *
სოფელი დაცარიელდა,
თითქოს
სახლებში ღამე გამოუმწყვდევიათ..

* * * 
არა აღმოსავლეთიდან,
ტაძრის გუმბათიდან ამოდის ჩვენთან მზე...

* * * 
სანთელი აანთო,
თვალები ლოცვით ამოივსო
და სამყარო ვეღარ დაინახა.

??????