გაბაიძე გიორგი
გაზიარება

ჩემი ყურით გაგონილი ფარცქვალას პასუხი 

დიმიყურეთ, მოგახსენოთ ჩემებური ხებერი,
მამაჩემი თუ ადვილად გააქილიკბითურეთ,
ის გამოდგა ბლუცუნაი და ჩემი ძმა კი ბეყერი,
ხალხმა იმითვალწუნა და ყველა უნდოდ მიყურებს.

მეიფიქრეთ ვითომ ზვინში რამე ცუდი ვიკადრე,
სულ ტყუილად ლაპარაკობთ ჩემზე სოფლის კაცები,
გეფიცებით ეს მუცელი ორსულობით კი არა,
გემებერა იმის გამო, რომ თვალი მაქვს ნაცემი...

ერთჯერ შევცდი და საქვეყნოდ, დემემართა ამფერი,
ღამით შეყვარებულივით მძინავს თვალებგახელილს,
მაგას დუუდგა თვალები და მოშპა ბეჩი ხაპერი,
მაგის მემრე გატყდა ჩემი ძილიცა და სახელიც.

მაგრამ ვნახოთ, რა იქნება, ჩემებურად შევბედე,
ამ ლექსიდან გეიგებს ჰელბეთ, იმას მემრე რომ მიყვარს,
დამწყნარდება გადარევლი, ჩემი ბაბაი მემედი,
ვინმე ხელს თუ მომკიდებს და ერთ დღეს ცოლად მომიყვანს.

??????